საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"დღეს 24 აგვისტოა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. ზუსტად 32 წლის წინ, ამ დღეს, ოფიციალურად გაფორმდა უკრაინელი ერის ისტორიული არჩევანი უკრაინა ყოფილიყო დამოუკიდებელი, თავისუფალი და თვითმყოფადი სახელმწიფო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ქვეყნისთვის ამ უმძიმეს პერიოდში, ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის მოქალაქეებს და უსურვებს მათ მალე ეზეიმოთ გამარჯვება რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე.
ასევე სწრაფად რეალიზებულიყოს ქვეყნის მისწრაფება გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურებისა და დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. უკრაინელ კოლეგებს კი ვუსურვებთ გაეშუქებინოთ მოვლენები მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში", - ნათქვამია აჭარის მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.