რუსეთის ტვერის ოლქში პრიგოჟინი სავარაუდოდ ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა

24 აგვისტო 2023, 11:09 573 ნახვა

ამ დილით რუსეთის ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის ადგილზე  სატელევიზიო კამერებმა რამდენიმე ნამსხვრევი დააფიქისრეს თვითმფრინავისა, რომელითაც ვარაუდობენ, რომ  რუსეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანი ევგენი პრიგოჟინი მგზავრობდა. შემთხვევის ადგილზე სულ მცირე სამი ცხედარია დასვენებული. 

წინასწარი მონაცემებით, ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი - შვიდი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურში მიფრინავდა, ტვერის ოლქის  სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა.  მომხდარზე კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა, გრეი ზოუნმა, კომპანიის დამფუძნებელი გარდაცვლილად გამოაცხადადა და მას,  გმირი და პატრიოტი უწოდა, რომელიც მისი თქმით, "რუსეთის მოღალატეებმა" მოკლეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში