ირაკლი აზაროვი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია

22 აგვისტო 2023, 15:12 831 ნახვა

ირაკლი აზაროვიცრვენა ზვეზდადან“  კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს. ინფორმაცია უკრაინულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

აზაროვმა ახალ კლუბთან კონტრაქტი  2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და ის გიორგი გოჩოლეიშვილის შემდეგ "შახტარის" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იქნება.

21 წლის მარცხენა მცველი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და ოფიციალური დებიუტიც სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში ჰქონდა.

2021 წელს ირაკლი „დინამო ბათუმს შეუერთდა, საიდანაც წარმატებული თამაშის შემდეგ  2022 წლის ზაფხულში 200 000 ევროს სანაცვლოდ სერბულ „ცრვენა ზვეზდაში“ გადავიდა. 

გასულ სეზონში კი მან ბელგრადელთა მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ცრვენა ზვეზდასთან“ ერთად ის ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. აზაროვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში