უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - პრეკონფერენცია ბათუმში

21 აგვისტო 2023, 11:51 648 ნახვა

უკრაინის დამოუკიდებლობის თარიღთან დაკავშირებით  24 აგვისტოს  ,,მაიდანი ბათუმი”  მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიება დღეს აქტივისტებმა დაანონსეს და თქვეს, რომ ევროპის მოედანზე  გასართობი  აქტივობები  გაიმართება  და საქველმოქმედო ბაზრობა მოეწყობა. 

შესრულდება პატრიოტული შინაარსის მუსიკალური ნომრები და აჟღერდება საქართველოს და უკრაინის ჰიმნები. იქნება აქცია-პერფორმანსიც. ყველა მსურველს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება.

“მაიდანი ბათუმის” აქტივისტებს ღონისძიების ორგანიზებაში ადგილობრივი არასამთავრობო  ორგანიზაციები ეხმარებიან. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში