თავდაცვის მსოფლიო ჩემპიონატს რაგბიში საფრანგეთი მასპინძლობს. ჩვენი არმიის მორაგბეთა ნაკრებმა პირველი მატჩი ესპანეთის თავდაცვის ძალების ეროვნულ გუნდთან გამართა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 87:0 დაამარცხა.
რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში ტარდება და ტურნირში 12 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს: ქართული არმიის ნაკრები მომდევნო მატჩს 23 აგვისტოს დიდ ბრიტანეთთან გამართავს.
რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაკრები კი ტურნირში მესამედ მონაწილეობს.