საგანგებო სიტუაციების სამსახური, ჯარი, მძიმე ტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფი - შოვში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
ნაპოვნია 27 ცხედარი, იძებნება 6 ადამიანი, იდენტიფიცირებულია 25.
ტრაგედიიდან მე-17 დღეს დამეწყრილი ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე დამუშავებულია. შესამოწმებელი, ღვარცოფული მასით დაფარული ტერიტორიის მხოლოდ რამდენიმე მცირე ნაწილიღა რჩება. განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი ისევ მდინარეებია.