რუსეთის პრეზიდენტი როსტოვში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს. ვლადიმერ პუტინი რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბს ეწვია და გენშტაბის უფროსის, ასევე სხვა მეთაურების მოხსენებები მოისმინა.
კრემლის ადმინისტრაცია შეხვედრის დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი როსტოვში მარტშიც იმყოფებოდა, იმავე თვეში ჩავიდა დონბასშიც.