რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

18 აგვისტო 2023, 20:33 491 ნახვა

რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე მდებარე საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი მუშა კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ჩინეთის, ხოლო დაშავებული მუშა კი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი