შოვში, სტიქიის ზონაში გუშინ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს, მაშველები დაკარგულ 6 ადამიანს ეძებენ.
შეგახსენებთ რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.