უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 33 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

18 აგვისტო 2023, 10:14 488 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 33 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 40-ჯერ გახსნეს.

რუსეთი უკრაინას დაესხა თავს ავიაგამანადგურებელ მიგ-31-ით, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.  

რუსულმა არმიამ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების მიმართულებით ტაქტიკური ავიაციაც გაააქტიურა. 

რუსული ძალების სამიზნეში საცხოვრებელი კვარტლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მოექცა. ვრცელდება ცნობები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებითაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში