"სარფში" 24 100 კილოგრამი ცხოველთა საკვები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური

17 აგვისტო 2023, 14:15 564 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 24 100 კილოგრამი ცხოველთა საკვების იდენტურობის შემოწმების შედეგად, სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი