''სიკეთის დღე“ - საქველმოქმედო აქცია ამ სახელწოდებით ფონდ „კეთილსოფლის“ ინიციატივით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა ზღვაზე კატარღები გაისეირნეს.
„სიკეთის დღე აჭარაში“ ყოველი წლის 11 აგვისტოს, უკვე 11 წელია იმართება.
საქველმოქმედო აქცია შოვში განვითარებული ტრაგედიის გამო რამდენიმე დღით გადაიდო და დღეს გაიმართა.