სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება - რაჭის გუბერნატორი

16 აგვისტო 2023, 11:31 649 ნახვა

რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა რიონის ხეობაში.

„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება.

კურორტ შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება, პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში და ასევე, მძიმე ტექნიკაც იმუშავებს იქამდე, ვიდრე არ იპოვიან ყველა დაკარგულ მოქალაქეს“, – განაცხადა რაჭის გუბერნატორმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი