,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას და მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. ბათუმში ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 ხიდის, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. პროექტის ღირებულება 31 მლნ ლარს შეადგენს.