გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელოდებიან შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
ფოტო: არქივი.