ბოლო მონაცემებით, სტიქიური უბედურების ზონაში, შესასწავლი მიწის მასის 40 პროცენტი დარჩა. დღეს ქვეყნის პირველმა მაშველმა თქვა, რომ ძებნის სამუშაოები მანამ გაგრძელდება, ვიდრე დაკარგულთა პოვნის თეორიული შანსი იარსებებს.
პოლიცია, ჯარი, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა მუშაობას ისევ აგრძელებს 9 დაკარგულის საპოვნელად.