თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონი იყო, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 440 ათასი ადამიანია. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მალათიის გუბერნატორის განცხადებით, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პანიკაში ჩავარდა აივნიდან გადახტა.
მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებში, მათ შორის კაჰრამანმარაში, ადიამანში, შანლიურფასა და გაზიანთეპში.