ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დაკრძალეს. მირიან ჭელიძე ნიკორწმინდის ტაძრიდან გაასვენეს.იგი,სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.