უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი-პოლონეთის მიმართვა ევროკავშირს

09 აგვისტო 2023, 11:43 761 ნახვა

პოლონეთი ევროკავშირს უკრაინული მარცვლეულის ბალტიის ზღვის პორტების გავლით ექსპორტში დახმარებას სთხოვს. ინფორმაციას  „ბლუმბერგი” ავრცელებს. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა  განაცხადა, რომ ვარშავა მხარს უჭერს ბალტიის ზღვის პორტების შესაძლებლობების გაზრდას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. მისი თქმით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი პოლონეთის პორტებით წლის დასაწყისთან შედარებით 2-ჯერ მეტად გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით   ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების აღდგენა დასავლეთზეა დამოკიდებული. ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ხელახლა ამოქმედება შესაძლებელია, თუ დასავლეთი აღებულ ვალდებულებებს დაიცავს. თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ანკარაში დიპლომატების ყოველწლიურ შეკრებაზე გააკეთა. ერდოღანმა ისიც თქვა, თუ ომი შავ ზღვაში გადაინაცვლებს, ეს მთელი რეგიონისთვის კატასტროფული იქნება. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა შესაძლებელია. შეგახსენებთ, 17 ივლისს რუსეთმა შეაჩერა „მარცვლეულის შეთანხმება“ და დაემუქრა მხარეებს, რომლებიც გადაწყვეტენ, გააგრძელონ ინიციატივა რუსეთის მონაწილეობის გარეშე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი