შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

09 აგვისტო 2023, 11:09 496 ნახვა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს დილით განახლებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 პირი, მაშველებმა 210 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს, 13 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი