რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირი მეომრები გაიხსენეს ბათუმში. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ბათუმის რაზმის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან სანთლები დაანთეს და ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 2008 წლის აგვისტოს ომში 169 მეომარი დაიღუპა. რუსულ ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიჭრა ათას 747 ადამიანი. საკუთარი სახლები კი იძულებით დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა.