რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

08 აგვისტო 2023, 10:45 438 ნახვა

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მილერმა განაცხადა, რომ ამერიკა განაგრძობს, ნათლად გამოხატოს მხარდაჭერა იმ პოლიტიკისადმი, რაც გულისხმობს რუსული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას.

„მე უბრალოდ ვიტყოდი რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, რომ თუ გადავხედავთ იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და დიახ, ეს არის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ამან შეამცირა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები. ამან ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოზიცია“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი