შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან - საპატრიარქო

07 აგვისტო 2023, 12:33 524 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან.

„რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი