შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული, მათგან 6-ი იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში გრძელდება სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები. უფრო მეტს შოვიდან ჩემი კოლეგა ირინა წუწუნავა გვეტყვის.