შოვში წარმოქმნილი სტიქიური მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო. სადაც განმარტებულია რომ მყინვარების - ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები და ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში. მათივე განმარტებით მდ. ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით; სააგენტოში აცხადებენ, რომ შოვში ასეთი მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფ. გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სპეციალისტები ჰიდროლოგიური პროცესების შესწავლის მიზნით, სტიქიის ზონაში რჩებიან.