სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ რთულია. მაშველებმა ამ დროისთვის შოვის ტყეს შეფარებული 210 ადამიანი უკვე გამოიყვანეს. მათ შორის არიან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც შოვში ბანაკში იმყოფებოდნენ. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ადამიანები, რომლებსა ვერ უკავშირდებიან, მათი ნაწილი იმ კოტეჯებში ისვენებდა, რომლებიც მეწყერმა მთლიანად გაანადგურა.