შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.
"დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღედ გამოცხადდება ორშაბათი“, - აცხადებს პრემიერი.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი, 31-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.