პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

04 აგვისტო 2023, 12:41 431 ნახვა

რაჭაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. თათბირს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

არსებული ინფორმაციით, საგანგებო შტაბის სხდომას მათ შორის, ასევე ესწრება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.

მედიისთვის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში