ვითარება სტიქიის ზონაში

04 აგვისტო 2023, 12:25 441 ნახვა

ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 210 ადამიანი. ონში მოწყობილია შესაბამისი შტაბი, სადაც მოქალაქეები ვერტმფრენებით გადაჰყავთ. სწორედ აქ მიდიან ის მოქალაქეები, რომლებიც ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ეძებენ. შსს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. დილის 6 საათიდან ღონისძიებაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ინტენსიურ რეჟიმში განახლდა გზის გაწმენდის სამუშაოები და ადგილზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს, დღის განმავლობაში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში