სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ რთულია. მაშველებმა ამ დროისთვის შოვის ტყეს შეფარებული 140 ადამიანი გამოიყვანეს უკვე მოახერხეს. მათ შორის არიან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც შოვში ბანაკში იმყოფებოდნენ. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით კავშირზე არ იმყოფება 35 ადამიანი. ოჯახის წევრების ინფორმაციით მათი ნაწილი იმ კოტეჯებში ისვენებდა, რომლებიც მეწყერმა მთლიანად გაანადგურა.