საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
დილიდან ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა განახლდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონიდან მაშველებმა დილიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც იქ ბანაკით იმყოფებოდნენ.
70 ადამიანი სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით გუშინ გამოიყვანეს.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.