შოვში, სტიქიის ზონიდან მაშველებმა დილიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს

04 აგვისტო 2023, 08:56 632 ნახვა

შოვში, სტიქიის ზონიდან მაშველებმა დილიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც იქ ბანაკით იმყოფებოდნენ.

ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა დილიდან განახლდა.

მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომლებიც შოვიდან უკვე გამოიყვანეს ამბობს, რომ ტყეს აფარებდნენ თავს. ნაწილი სასეირნოდ იყო გასული, ნაწილმა კი მეწყერისა და ხმაურის შემდეგ შეაფარა თავი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში. ​შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.

ამ დრომდე ელოდებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გუშინს მერე ვერ უკავშირდებიან. საუბარია დაახლოებით 50 ადამიანზე, რომლებიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ. მათ შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არ ვრცელდება. მათი ახლობლები ორ ლოკაციაზე იმყოფებიან. სტადიონზე ონში, სადაც ვერტმფრენს გადარჩენილები ჩამოჰყავთ და შოვის მისასვლელთან.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი