საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ადგილზე ორი ვერტმფრენი მუშაობს.
„სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ორი ვერტმფრენი მუშაობს და იმუშავებენ, ვიდრე ყველა მოქალაქე არ იქნება გამოყვანილი სტიქიის ზონიდან“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.