შსს-ს ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონიდან უკვე 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.
„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
საევაკუაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი.