კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა - შემთხვევის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები

03 აგვისტო 2023, 16:54 738 ნახვა

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, სასტუმრო „სანსენტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

"საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება, – ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილია ადამიანები, მათ შორის ბავშვები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი