თბილისის ცენტრალურმა იუსტიციის სახლმა მუშაობა განაახლა

03 აგვისტო 2023, 10:07 457 ნახვა

თბილისის ცენტრალურმა იუსტიციის სახლმა მუშაობა უკვე განაახლა. მანამდე, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან მიმდინარეობდა.

„მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი“, - აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, გუშინ ევაკუაცია გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი