რუსეთმა კრივოი როგზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

31 ივლისი 2023, 12:30 610 ნახვა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კრივოი როგზე

მათივე განმარტებით, რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას მოხვდა, შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, ორი ადამიანი.

შემთხვევის ადგილას სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში