შავი ზღვის ჯაზფესტივალი 

30 ივლისი 2023, 11:04 630 ნახვა

ჯაზ ფესტივალის მეორე დღე სრულად დაეთმო ლეგენდარულ ბასისტს მარკუს მილერს, რომელიც 15-წლიანი წყვეტის შემდეგ, ახალი ბენდით ისევ ეწვევა ბათუმს.

მუსიკოსის თითოეულ აკორდს მთელი სიმძაფრით გრძნობდა მსმენელი. მარკუს მილერს  მაილს დევისის სამი ალბომის შექმნაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

მაილს დევისთან აქტიური თანამშრომლობის მიღმა მას კოლაბორაცია ჰქონდა ჰერბი ჰენკოკთან, დევიდ სანბორნთან, ერიკ კლაპტონთან და სტენლი კლარკთან.

ლეგენდარული მუსიკოსი მონატრებული თაყვანისმცემლებისთვის 2 საათის განმავლობაში იმპროვიზირებდა, იყო მქუხარე ოვაციები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი