რიგით მე-16 შავი ზღვის ჯაზფესტივალი ოფიციალურად გუშინ დაიწყო. წელს ფესტივალს სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სივრცე - „Stage 17″, სცენას დაიკავებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლეგენდარული მარკუს მილერი, ბრუკლინ ფანკ ესენშელი, სოულ თრეინი და ბედფორდ ფოლსი.
ჯაზ ფესტივალის პირველ დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგა 2014 წელს შექმნილი ქართული ჯგუფი ბედფორდ ფოლსი. მოგვიანებით კი სცენა სოულ თრეინმა დაიკავა, რასაც მელომანების განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა.