ირაკლი ღარიბაშვილი ჩენგდუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო

28 ივლისი 2023, 21:38 744 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩენგდუში, FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით,Sport Park Stadium-ზე, სადაც საუნივერსიტეტო თამაშები იმართება, მაღალი დონის სტუმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.

მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში წელს 40 ქართველი სტუდენტი იღებს მონაწილეობას. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სტუდენტებმაც, რომლებიც საუნივერსიტეტო თამაშებში იასპარეზებენ ძიუდოში, წყალბურთში, წყალში ხტომასა და ცურვაში. სპორტსმენები, საქართველოში არსებული აკრედიტებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან.

გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში