ავიაკომპანია ''ჯეო-სქაის'' პირველი ავიარეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით დათქმულ დროს ვერ შესრულდა. კომპანიაში ფაქტს ადასტურებენ. გვითხრეს, რომ რეისი მხოლოდ რამდენიმე საათით გადაიდო, თუმცა როდის აფრინდება თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯერ ისევ უცნობია.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, მგზავრები რეისის დაგვიანების შესახებ ინფორმირებულები არიან.
რაც შეეხება მიზეზს, არაფერს ამბობენ გარდა იმისა, რომ მოგვიანებით კომპანიის ოფიციალური გვერდით განცხადებას გაავრცელებენ.