საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის სამართავად გადაცემის შესახებ.
„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.
ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.