81-ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლის დაჯილდოება ქობულეთში

27 ივლისი 2023, 11:19 850 ნახვა

ქობულეთში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. 81 მოსწავლიდან 18-ს ოქროს, ხოლო 74-ს ვერცხლის მედლები გადაეცათ. 

ყველაზე მეტი ოქროსმედალოსანი წელს ქობულეთში, მეორე საჯარო სკოლას ჰყავს. 

მოსწავლეებს მერიის ინიციატივით, ასევე ფულადი ვაუჩერები და სიგელები გადაეცათ, რისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, 30-ათასი ლარი დაიხარჯა.  დაჯილდოვების ღონისძიება კონცერტით დასრულდა. სტუმრებისთვის სხვადასხვა ბენდმა დაუკრა.  

ქობულეთის მერია წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 100% გრანტით ირიცხებიან 2 ათას ლარს გადასცემს, რაც შეეხება უცხოეთში მყოფ სტუდენტებს, მათთვის 3 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი