შუამთობა დაიწყო

26 ივლისი 2023, 19:50 602 ნახვა

ხულოში სახალხო ღონისძიება შუამთობა 2023-ი მთა ჩუდურაულიდან დაიწყო. აქ ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი რამდენიმე სოფლის იაილებია განთავსებული.  ტრადიციულად წელსაც მოეწყო მცირე კულტურული ღონისძიება, სპორტული აქტივობები და  შუამთობის მთავარი რიტუალი დოღი, სადაც ადგილობრივი, ასევე ადიგენისა და  ოზურგეთის ცხენოსნები მონაწილეობდნენ. შუამთობის ღონისძიება  გრანდიოზულად აღინიშნება კურორტ ბეშუმში აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, პარალელურად კი ღონისძიებები ეწყობა სხვა იალაღებზეც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში