ჩრდილოეთ იტალიაში შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 16 წლის მოზარდმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ბრეშას და მონცას პროვინციებში – ორ ქალი ხეების დაცემის შედეგად დაიღუპა. მოზარდი კი ვენეტოს რეგიონში დაშავდა.
ღამით მილანში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა და ასობით ხე წააქცია, რის გამოც დაზიანდა ავტომანქანები, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა. შტორმის შედეგად ხეების წაქცევის საფრთხის გამო დაიხურა საზოგადოებრივი პარკები. უამინდობამ დააზიანა ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
სამხრეთ იტალიაში ძლიერი სიცხეა. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო განგაშის უმაღლესი დონე 16 ქალაქში გამოცხადდა. პალერმოს აეროპორტთან ხანძრის გამო გადაიდო ავიარეისები.