ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნა არის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ დაინტერესებული ვართ ხორვატიასთან პარტიორობითა და მეგობრობით - ირაკლი ღარიბაშვილი

24 ივლისი 2023, 18:45 541 ნახვა

ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერი, ჩვენ ნამდვილად დაინტერესებული ვართ ხორვატიასთან მეგობრობასა და პარტნიორობაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნისას განაცხადა.

„ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი საელჩოს გახსნას, ვფიქრობ, ჩვენს ელჩს ფანტასტიკური გემოვნება აქვს, შესანიშნავი ადგილი შეარჩია, შესანიშნავი ხედით. ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია ამ ულამაზეს ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრო, მადლობა თქვენი თბილი მასპინძლობისთვის, უზომოდ მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერი. პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, ხორვატიაში, ზაგრებში საელჩოს გახსნა, ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ ჩვენ ნამდვილად დაინტერესებული ვართ თქვენთან მეგობრობითა და პარტნიორობით, ჩვენი ურთიერთობა შემდგომ ეტაპზე აგვყავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში