ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე - პრემიერი

24 ივლისი 2023, 13:58 609 ნახვა

დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო ზაგრებში. ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოს ჩართულობასა და აქტიურობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია და ვახსენებ, რომ ჩემი პირველი ვიზიტია ხორვატიაში, ქვეყანაში, სადაც საქართველო ახლო მეგობრად და სანდო პარტნიორად მივიჩნევთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძვირფასო მეგობარო მოწვევისთვის და თბილი მიღებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ხორვატიასთან ურთიერთობას. ეს არის სამაგალითო სახელმწიფო საქართველოსთვის, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. 30 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ხორვატიამ საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირები სისრულეში მოიყვანა, როდესაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდში მან ქმედითად დაასრულა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, როდესაც ევროზონასა და შენგენის სივრცეს მიუერთდა.

 

წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

ამასთანავე, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ზაგრებში ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო. ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

 

 

ასევე მინდა ვახსენო, რამდენად ვაფასებთ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს.

 

განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ პლენკოვიჩის ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური მისწრაფების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ტერიტორიული მსგავსება მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებაში და ხალხთა შორის მნიშვნელოვან ურთიერთობებს დაამყარებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ხორვატიასთან თანამშრომლობა გააღრმაოს.

"ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე, მინდა, ვახსენო რამდენად ვაფასებთ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს. განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრი კლინკოვიჩისადმი ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კულტურული და ტერიტორიული მსგავსება მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირების გაღრმავებაში, გაძლიერებაში, ხალხთა შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო აცნობიერებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა,  რაც ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესია.

"ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური უსაფრთხოების, სახელმწიფო და საჯარო უწყებების გაძლიერების კუთხით და ვხედავთ ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით არის ის ხელშესახები მიღწევები, რაც ჩვენმა მთავრობამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ, ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ხორვატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა, რამაც შექმნა უპრეცედენტო მუხტი ამ გზაზე. ერთი წელი და მეტიც გავიდა ამ ისტორიული მივლენიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში კი ვთვლით სამართლიან გადაწყვეტილებას, ვიტყოდი სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენს კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ამ ვალდებულებების აღებას. მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.

ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.საქართველოს მთავრობის მეთაური ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გუშინ, 23 ივლისს გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში