სტოლტენბერგმა ზელენსკის თხოვნით ნატო-უკრაინის საბჭო მიიწვია

23 ივლისი 2023, 15:02 511 ნახვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინა-ნატო-ს საბჭო მოიწვია, რომელიც 26 ივლისს გაიმართება. ეს მას შემდეგ რაც, მასსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადება შესთავაზა. საბჭოს მოწვევის შესახებ ინფორმაცია ალიანსის პრესსპიკერმა გაავრცელა.

იოანა ლუნგესკუს განცხადებით, შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა თავდაპირველად ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები და შემდეგ უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების საკითხი განიხილონ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში