მახინჯაურში, ცნობილი გოგირდის აბანოები წარსული პოპულარობის აღდგენის მოლოდინშია. ტერიტორიაზე, სადაც სამკურნალო წყლები მოედინებოდა, სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა უკვე დაწყებულია, იმის მიუხედავად, რომ შენობა არ არსებობს, მოქალაქეები გოგირდის აბაზანის მიღებას მაინც ახერხებენ. სამკურნალო წყლის ჭაბურრილთან მათ სახელდახელო სარეაბილიტაციო ცენტრი მოაწყვეს. როდის მიიღებს პირველ მომხმარებელს ბალნეოლოგიური ცენტრი და რა პირობებში უწევს სამკურნალო წყლებით სარგებლობა მოქალაქეებს, თემის დეტალები ირინე წუწუნავას რეპორტაჟში.