1937-38 წლებში რეპრესირებულთა ნეშთების მოძიების, კვლევისა და ვინაობის დადგენის მიზნით თანამშრომლობა ოფიციალურად არასამთავრობო ორგანიზაცია მემორიალმა და სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციამ გააფორმეს.
კომუნისტების მიერ საქართველოში დაახლოებით 15 000 ადამიანია დახვრეტილი, მათ შორის ბათუმში დახვრეტილი დაახლოებით 1050 ადამიანიდან 200-ზე მეტი ნეშთი უკვე ნაპოვნია, მათგან 28-ს კვლევა უკვე ჩაუტარდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 3 მათგანის ვინაობა დაადგინეს.
დაკარგული ნეშთები სავარაუდოდ სხვადასხვა ეროვნების ოჯახებს ეკუთვნით, ამიტომ შეხვედრაზე დიასპორების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
პროცესში ჩართული მხარეები ცდილობენ ხმა რეპრესირებულთა შთამომავლებს მიაწვდინონ, რათა იპოვონ და შესაბამისი წესებით დაკრძალონ თავიანთი წინაპრები.